saqarTvelos arxebi - kexvis arxi

 

სარწყავი სისტემა აღმოავლეთ საქართველოში, შიდა ქართლში. იწყება ჯავის მუნიციპალიტეტში, მდინარე დიდი ლიახვის მარჯვენა ნაპირიდან. მიემართება მდინარის პარალელურად სამხრეთისკენ, შემდეგ - სამხრეთ- დასავლეთისკენ, გადადის მდინარე აღმოსავლეთ ფრონის ხეობაში და მთავრდება სოფ. ხეთაგუროვთან. სიგრძე 27 კმ. ექსპლუატაციაშია 1948 წლიდან. რწყავს ცხინვალის (1583 ჰა), ზნაურის (2194 ჰა), გორის (666 ჰა) და ჯავის (51 ჰა) რაიონების ბაღ-ვენახებსა და ყანებს.